“ერთი ორი გამონაკლისი პარტიაშიც რომ მივიღეთ სხვა პოლიტიკური პარტიიდან, მე ვფიქრობ, ესეც სწორი და კარგი პრეცედენტია, რომ ჩვენ კარებს არ ვუხურავთ მათ”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვინც “ნაცმოძრაობის” დროს სხვადასხვა დონის სამსახურებში იყო, დღეს აღიარებენ, რომ მერაბიშვილი-ახალაიები პოლიტპატიმრები არ არიან.
“ჩვენ თუ გვინდა, რომ გავამთლიანოთ საზოგადოება და ერთად ვიბრძოლოთ სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის და ვინც მიგვანიშნებს, რომ ვიღაც სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო და ამიტომ აქ ვეღარ დადგება, ამის მოსურნეები, ვერ არიან კეთლმოსურნეები. ის, რომ იქ იყო და გვახსოვს, ძალიან კარგია. ერთ ორი გამონაკლისი პარტიაშიც რომ მივიღეთ, მე ვფიქრობ, ესეც სწორი და კარგი პრეცედენტია, რომ ჩვენ კარებს არ ვუხურავთ მათ. ვინც “ნაციონალური მოძრაობის” დროს სხვადასხვა დონის სამსახურებში იყვნენ, დღეს აღიარებენ, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ახალაიები არ არიან პოლიტპატიმრები, რომ ის დანაშაული, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა და სააკაშვილი არის სწორედ დევნილი პროკურატურისგან. ამას ყველაფერს ამბობენ, რასაც ვერ ახერხებს “ნაციონალური მოძრაობის” ვერცერთი წევრი და ვერ ახერხებს “ევროპული საქართველოს” ვერცერთი წევრი. ამას ვინც ამბობს და აღიარებს, რომ ის დანაშაულები, რაც მათ ჩაიდინეს, ესენი ამას აღიარებენ, იქ კარები აღარ უნდა იყოს დაკეტილი, ჩემი აზრით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“ვინც “ნაცმოძრაობის” დროს სხვადასხვა სამსახურებში იყო, დღეს აღიარებენ, რომ მერაბიშვილი-ახალაიები პოლიტპატიმრები არ არიან”
2019/04/10 00:30:14

კომენტარები
ნანახია: 755 ჯერ