ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 1945 წელს ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ ჩავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„პრეზიდენტი ჰიროსიმაში იაპონიის პრემიერ-მინისტრ აბესთან ერთად ჩავა. ეს ისტორიული ვიზიტი იქნება. ამით პრეზიდენტი ხაზს უსვამს უსაფრთხო მსოფლიოს იდეას ბირთვული იარაღის გარეშე. შემდეგ კი ბარაკ ობამა ვიეტნამში გაემგზავრება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა.
კომენტარები