სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად – მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალია გამოეხმაურა აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„უსამშობლოები ტყუილად არ შევარქვით, ეს აგენტურული ქსელია. მათი მმართველობიდან დავიწყოთ: მათი რიტორიკა ანტირუსულია და ქმედება – პრორუსული. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება იქნებოდა თუ ტერიტორიების ჩაბარება. გავიხსენოთ ზემო აფხაზეთის წოდება, კოდორის ხეობა, შემდეგ სანამ დაიწყებოდა აგვისტოს ომი, ჯერ სრულიად მოშლა იმ პირობითად პატარა კერის, რომელიც სახალხო დიპლომატიას ხელს უწყობდა, შემდეგ სახელის შეცვლა და აღდგენა – სამხრეთ ოსეთი. ის საზღვრები, დღეს რაზედაც საუბარია, დემარკაციაზე, იქითა მხარეს ამას გვესაუბრება და ეს იყო სხვადასხვა სასამართლოში ერთ-ერთი არგუმენტი, რომ თავად აღიარეთ ეს ყველაფერიო. შემდეგ იყო ომის თარიღი. შემდეგ უტიფრად გააგრძელეს გმირების სახელებით აპელირება. ამ აგენტურულმა ძალამ პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს საქართველოს ტერიტორიები. ამ ღალატის შემდეგ მეორე ღალატი ჩაიდინეს – ყველას გვახსოვს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ბრალი დასდეს იმ ბიჭებს ომის დანაშაულში, რომელთა სახელ-გვარებით დღეს უტიფრად რაღაცებს აპელირებენ.
სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად – მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. ისინი ცდილობდნენ, რომ ახალგაზრდებში დაკნინებულიყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, მოემზადებინათ პლატფორმა, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა. აგენტი ყოველთვის დავალებას ასრულებს. დღევანდელი ბრიუსელიდან მათ პატრონებს ერთი მიზანი აქვთ: ისეთი სახელმწიფოები, სადაც უნდათ, რომ მათ გავლენა ჰქონდეთ, მაქსიმალურად მოწყვლადი გახადონ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს როგორც მათ, ასევე მათივე დამკვეთებს“ – განაცხადა კირცხალიამ.
