დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება რომ დავინახოთ, მისი წარსული უნდა ვიცოდეთ, – ამის შესახებ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადაც მოსამართლეების შესახებ ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
კვიციანის თქმით, სწორედ ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც “ამ მოსამართლეების ხელში გამოიარა რეპრესიები”.
“საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ.
მოდი ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ამ უსამართლობას, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა ემზარ კვიციანმა.
კომენტარები
