“გვარის ხსენებაც კი შეურაცხმყოფს მე პირადად ე.წ. დეპუტატს. ზარდიაშვილზე ქვემოთ და უფრო დაბლა, ფსკერზე აღარავინ აღარ დარჩა ადამიანი,“- ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის საპასუხოდ გააკეთა.
„მე მასზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. არ მინდა ჩემს თავს ასეთი უხერხულობა შევუქმნა. დათო მაღრაძეს დავესესხები, როცა სასამართლოში ისევ მოსამართლეთა ყველაზე მეტად დისკრედიტირებული სახეები ხდება დასაყრდენი და პარტიაში ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანები ხდება მოლაპარაკე, ეს არის უკვე არჩევანი, რომელშიც იკითხება მარცხი. ეს არის არჩევანი, რომელსაც ვერ მივიღებდით და ეს არის წყალგამყოფი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომენტარები
