დღეს ორმა ამბავმა მიიქცია ყურადღება: ფილარმონიაში შეკრებილმა საზოგადოებამ, რომელიც ითხოვდა ხელისუფლების გასტუმრებას ისე, რომ სააკაშვილიც არ დაბრუნდეს, თან არანაირი პროგრამაც არა აქვთ... – ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, ბევრმა ადამიანმა ეს შეხვედრა დაბნეულ-გაურკვეველმა დატოვა. ასეთი უცნაური პოლიტიკური ამბები ჩვენთან თუ მოხდება მხოლოდ.
მეორე მოვლენა, მართლაც მნიშვნელოვანი – ლაშა ტალახაძის კიდევ ახალი მსოფლიო რეკორდი! ეს ვაჟკაცი, ქართველი სპორტსმენი, მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია უკვე მერამდენედ! წესით ქუჩაში უნდა გამოვდიოდეთ როგორც 13 მაისს თბილისის დინამოს ცნობილი გამარჯვების შემდეგ!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
კომენტარები