ქარელთან მგზავრებით სავსე სამარშრუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა, რა დროსაც დაშავდა 4 ადამიანი.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავარია მოყვა.
კომენტარები