ეკა ბესელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“პატიმრობაში რომ არ იყოს სააკაშვილი , ჩემგან ყველა სალანძღავი სიტყვის ღირსია და მხოლოდ ამიტომ ვიკავებ თავს ამჯერად …
როდესაც ძალაუფლების ზენიტში იყო და ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩდა – მას და მის რეჟიმს წლები უკანდაუხევლად , ჩემი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე ვებრძოდი … ახლა მასთან ბრძოლა – მხდლების საქმეა !
რაც საკუთარ თავს დამმართა ამ წლებში იმაზე უარესი ან რა უნდა უთხრა …
მხოლოდ სხვათა პასუხად დავწერ , რადგან მავანი ისევ გაუაზრებლად და მექანიკურად იმეორებს ამ ბოდვას :
ჩახალიანი არ იყო ამნისტიის სახელობით სიაში ; იგი სასამართლომ
გაათავისუფლა და ეს სასამართლოც მისი დამსახურებით შეიქმნა ….
ამნისტიის კანონი სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის შედეგი იყო და ჩვენი დაპირების შესრულება ( ერთადერთის როგორც აღმოჩდა )
ამ ამნისტიით თავადაც ისარგებლა და მისმა რეჟიმმაც , რადგან მისმა მოყვანილმა სასამართლომ
მათაც შეახო ამნისტიის წყალობა …
რუსეთის საქმეს და დავალებებს ორივე კარგად ემსახურა და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს….
მიუხედავად სააკაშვილის სისასტიკისა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ , არ გამაბოროტა და როდესაც მისი უფლებების
დაცვაზე მეკითხებოდნენ – როგორც პატიმარი ემპათიით მოვიხსენიე…. ამის გამო ჯერ პატიებას , შემდეგ მადლობის წერილებს მწერდა ….
ახლა ისევ რომ მოისმინა მისი მმართველობის პერიოდზე ჩემი კომენტარი- ეს ბოდვა დაწერა :)))
არ ვბრაზდები. მეღიმება :))) რა დონემდე დაეცა ….
ივანიშვილს გავემიჯნე სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეების დაწინაურების გამო და სააკაშვილის დაბრუნებას არასოდეს შევუწყობ ხელს , სულ რომ მარგალიტები წეროს!!!
ჩემთვის ვინც ჩადის უსამართლობას მიუღებელია და სწორედ ამიტომ დავუპირისპირდი ორივე რეჟიმს !!!
ის ხალხი კი ვინც ამაზე თვალს ხუჭავდა და დღესაც დუმს – ასევე მიუღებელია !!!”



