„დიახ, ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს, ეს არის ჩვენი ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლებისადმი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით – “გაყალბებული არჩევნებით მოსულ პრეზიდენტს ლეგიტიმაციას ვერ მივანიჭებთ”.
„დიახ, ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს გამომდინარე იქედან, თუ როგორ არის ის არჩეული, დაწყებული გაყალბებული არჩევნების ისტორიიდან, დასრულებული იმ განცხადებებით, რომელსაც აკეთებს და აზიანებს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლებისადმი, რომ ჩვენ გაყალბებული არჩევნებით მოსულ პრეზიდენტს ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისათვის, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.
რომან გოცირიძე – დიახ, ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს
2019/04/30 15:20:59
ნანახია: 666 ჯერ