“ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და უნდა მოვახდინოთ საზღვრის დემარკაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, პოლიტიკური უზნეობაა, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს დააბრალო დავით გარეჯში განვითარებული პროცესები.
ვოლსკის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებს ატარებს, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის აზერბაიჯანულ მხარესთან.
„არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში უნდა გვქონდეს განწყობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გარკვეული პოზიციის გამოხატვა, რამენაირად, შეიძლება დამაზიანებელი იყოს, მით უმეტეს, თუ ეს ინტერესები ემთხვევა მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და უნდა მოვახდინოთ საზღვრის დემარკაცია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები