საპატრიარქოში პანკისის მცხოვრებლებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საპატრიარქოს პრესსმსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრიამ ისაუბრა.
მამა ანდრიას თქმით, პანკისელები 21 აპრილს მომხდარი ინციდენტის გამო დიდ წუხილს გამოთქვამენ და ისინი ამ ფაქტს ძმათა შორის გაუგებრობას უწოდებენ.
„მათი მხრიდან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ასეთი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა იყო გადაცდომა და შეცდომა. იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენი ხალხების ტრადიციული მეგობრობის გამოცდილება ამ იარას მოაშუშებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პრობლემას სიყვარულით უნდა მოვერიოთ და ამაში, შორს მიმავალი წინააღმდეგობები არ უნდა დავინახოთ“- განაცხადა მამა ანდრიამ.
კომენტარები