მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ტურიზმის სფეროში არსებული ბოლო მონაცემები განიხილეს.
“7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 400 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე. საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354 მლნ დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, ეს არის რა თქმა უნდა მეტი დასაქმებული ადამიანი საქართველოში“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები