უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ვალერი ხაბურძანია იზორიას სტუდენტობას იხსენებს და თინა ხიდაშელის შეფასებას სამსახურის დაკარგვით გაბრაზებული ადამიანის შეცდომას უწოდებს.
,,ვიხსენებ 1990 თუ 91 წელია და კარგი კაცის და პედაგოგის, ელდარ ახვლედიანის ნაცვლად შევედი სემინარზე პირველ კურსზე, მერე რამდენჯერმე მომიწია ამ ჯგუფის სემინარის წაყვანა. ერთი სტუდენტი განსაკუთრებით მომეწონა და ბატონ ელდარს ვუთხარი ამის შესახებ, ბატონმა ელდარმა ალღო შემიქო და დამიდასტურა, რომ მასაც ძალიან მოსწონდა ის ყმაწვილი, ეს სტუდენტი ლევან იზორია იყო.
P.S. არა მგონია ამ “აღსარებით” ლევანის კარიერას რაიმე ზიანი მივაყენე, მაგრამ ზოგიერთი ყოფილი მინისტრის განცხადება, უშიშროების კადრების თავდაცვაში გადაყვანის ცუდ ტენდენციაზე, მე მაინც სამსახურის დაკარგვის დანანებით გაბრაზებული ადამიანის შეცდომა მგონია“ – წერს ვალერი ხაბურძანია.