Black sea arena-ს სცენაზე მევიოლინე ვანესა მეის კონცერტი მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთის წარმატებულ არტისტთან ერთად მისი კამერული ორკესტრი და ბენდი იმყოფება. ისინი საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფებიან.
დღევანდელი დღისთვის თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.
კონცერტს 9 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება. მათ შორის არიან მთავრობის წევრები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.
კომენტარები