გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებს. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავები ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს არკვევდნენ, რა დროსაც მათთან ავტომანქანით, შეიარაღებული ახალგაზრდა მივიდა და ავტომატი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლადე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმესთან დაკავშირებული პირების დაკითხვა მიმდინარეობს.
კომენტარები