გიორგი გეგეჭკორმა საქართველოში რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის კუთვნილი კომპანიები პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა – ამის შესახებ კომპანიის მიერ BM.GE-ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი.მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე ბორდი გიორგი გეგეჭკორის პოსტზე კანდიდატურების განხილვის პროცესშია.
ეს იყო გიორგი გეგეჭკორის პირადი გადაწყვეტილება; ის სხვა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას, – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.
რაც შეეხება „რაკია ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს საქართველოში, წერილში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო კომპანია საქართველოში შემდგომ ინვესტირებას საჭიროებებიდან გამომდინარე განიხილავს. გაგრძელება:
კომენტარები