სააპელაციო სასამართლომ დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველის საჩივარი განსახილველად არ მიიღო და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატი, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდა.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.
კომენტარები