გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. მამაკაცი მხარშია დაჭრილი, და ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ.
შემთხვევა მგზავრებთან შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია მძღოლს ფულს არ უხდიდნენ, რასაც მგზავრებთან სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მათი მხრიდან ტაქსის მძღოლის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მოჰყვა. თვითმხილველების თქმით დამნაშავეები ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
კომენტარები