BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ტეხასის შტატ ქალაქ ელ პასოში 22 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავდასხმის მოტივი დაასახელა. ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ის „მექსიკელებს“ უთვალთვალებდა.
ხელისუფლების წარმოამდგენლები ფიქრობენ, რომ პატრიკ კრუსიუსი არის ინტერნეტით გავრცელებული ონლაინ-პოსტის ავტორი, სადაც ლათინოამერიკელი მიგრანტების ქმედებები იყო დაგმობილი.
ელ-პასო მდებარეობს აშშ-ის და მექსიკის საზღვარზე და იქ ლათინოამერიკელების უმეტესობა ცხოვრობს.
4 აგვისტოს ღამეს 24 წლის კონორ ბეტსმა ცეცხლი დეიტონის ცენტრში ერთ-ერთ ბართან გახსნა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.
ოჰაიომდე რამდენიმე საათით ადრე, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლისას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. თავდამსხმელი, 21 წლის პატრიკ კრუსიუსი პოლიციამ დააკავა.