ლიბიის აღმოსავლეთ ქალაქ ბენგაზში მომხდარი აფეთქების შედეგად გაეროს ორი თანამშრომელი დაიღუპა.
ეროვნული არმიის პრესსპიკერი აჰმედ მისმარი აცხადებს, რომ დაღუპულია 2 და დაშავებულია 10 ადამიანი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, ისინი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. აფეთქება სავაჭრო ცენტრთან მოხდა. დაიწვა გაეროს ავტომობილი.
კომენტარები