აზერბაიჯანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევა კიურდამირ-შირვანის გზაზე მოხდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყდა, რომ ბავშვი ბაქოში, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში გადაიყვანონ, სადაც მას ხელის ამპუტაცია ჩაუტარდება.
მათივე ცნობით, ყველა დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის მომხდარის მიზეზი არ სახელდება.
კომენტარები