ესპანეთის ქალაქ ჟირონაში, ერთ-ერთი ბარის ტერასაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მომხდარის შედეგად, დაშავებულებმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღეს. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ოთხი წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მართვა დაკარგა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბარის ტერასას დაეჯახა. მას სიმთვრალის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ჟირონას პოლიცია ინციდენტს იძიებს.
კომენტარები