ბრიტანელი მომღერლის ოზი ოზბორნის გენებში მუტაცია მეცნიერმა ბილი სალივანმა აღმოაჩინა, ამის შესახებ Mail Online წერს.
მან განაცხადა, რომ სწორედ გენების მუტაცია დაეხმარა მომღერლის ორგანიზმს ნარკოტიკების და ალკოჰოლის დიდი დოზებისთვის გაეძლო. მეცნიერის მტკიცებით ოზბორნის სხეული მათ გავლენის ქვეშ ხანგრძლივად არ ექცევა.
სალივანმა ოზი ოზბორნს გენეტიკური მუტანტი უწოდა. ამის გარდა მეცნიერმა აღნიშნა, რომ გენები განსაზღვრავენ ადამიანის გემოვნებას საკვებში, სექსუალურ ორიენტაციას და ქცევას.
ოზი ოზბორნმა დონალდ ტრამპს პოლიტიკური კამპანიისთვის საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ბრიტანელი მუსიკოსის ცოლი შერონ ოზბორნი Instagram-ის გვერდზე წერს.
https://imedinews.ge/ge/tabloidi/113764/metsnieris-mtkitsebit-momgeral-ozi-ozbornis-genebma-mutatsia-ganitsades