იერუსალიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ტაძრის მთაზე არაბ-მუსლიმთა თემის წარმომადგენლებსა და ისრაელის პოლიციას შორის დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად, სამოცზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მედიკოსები და სამართალდამცველები აცხადებენ.
კონფლიქტი მუსლიმურ დღესასწაულის – ყურბან-ბაირამის დროს დაიწყო, რომელიც წელს იუდაურ მეხუთე თვის მარხვას დაემთხვა, როდესაც ებრაელები წარსულში დანგრეულ ტაძრებს გლოვობენ.
წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 61 პალესტინელი, რომელთაგან 15 ჰოსპიტალიზებულია.
თავის მხრივ, პოლიცია ოთხი სამართალდამცველის დაშავების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ხალხის მასიდან მათი მიმართულებით ქვები, სკამები და სხვა ნივთები ცვიოდა, რასაც ისინი სპეცსაშუალებებით უპირისპირდებოდნენ.
პროტესტი გამოიწვია პოლიციის მიერ იუდეველთათვის წმინდა ადგილების მოლოცვაზე ნებართვამ, რაც მანამდე თავადვე ჰქონდათ აკრძალული.
ტაძრის მთაზე აღმართულია მეჩეთები – ალ-აქსა და ქუბათ ას-საჰრა. ისინი აშენებულია უძველესი იუდაური ტაძრების ნანგრევებზე და თავისი მნიშვნელობით მუსლიმებისთვის მსოფლიოში მესამე წმინდა ადგილია.