CNN -ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგში პროტესტი ისევ გრძელდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 9 ადამიანი დაშავდა, სამართალდამცველებმა ცრემლმდემი გამოიყენეს.
აქცია ერთ-ერთ პარკში შეკრებით დაიწყო, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ბარიკადების თანხლებით გზა გადაკეტეს და სხვადასხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. პოლიციამ განცხადება გაავრცელა და „დემონსტრანტების ძალადობრივი ქმედებები დაგმო”.
ჰონგ-კონგის საინფორმაციო დეპარტამენტის ცნობით, დაზარალებულთა ასაკი 17-დან 59 წელს შეადგენს.
მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი სტაბილური. 4 კაცი და 3 ქალი კი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გუშინაც გამოიყენა.
ჰონგ-კონგში 9 კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს.
ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/113782/hongkongshi-politsiasa-da-demonstrantebs-shoris-shetakeba-mokhda