ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი და წამყვანი დავით აქუბარდია, პაატა სალიას დუელში იწვევს, ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ არაკაცურია, როდესაც სამსახურიდან გაუშვა ნოდარ მელაძე იმ დროს, როცა ის ტყუპებს ელოდება.
“ქაჯობა, რქიანობაა და უფრო საშინელებაც შემიძლია გითხრა, უზრდელობაა, მამაკაცურად უზრდელად მოიქეცით, თუ გინდათ დუელში გამომიწვიეთ, გამოგყვებით სადაც გინდათ, არარაობა ხართ ჩემი აზრით” – თქვა აქუბარდიამ.
კომენტარები