ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკაც მონაწილეობს, რომელიც წყლით უზრუნველყოფას ახდენს.
მსუბუქად შეჯავშნული ცეცხლმაქრი საქართველოს თავდაცვის ძალების რესურსებით, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობის მიერ შეიქმნა. სახანძრო ტექნიკა 3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით, შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთი და კავშირგაბმულობის სისტემითაა აღჭურვილი.
სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.
კომენტარები