მიუნხენის აეროპორტში დროებით გადადებული რეისები გააუქმეს. მანამდე აეროპორტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეორე ტერმინალის სპეციალურ ზონაში დაუდგენელი პირი შევიდა, პოლიცია კი მის დასაკავებლად შესაბამის ზომებს ღებულობს.
ცოტა ხნის წინ „კვირას“ მიუნხენის აეროპორტში მყოფმა ქართველმა შეატყობინა, რომ სპეციალურ ზონაში შესული პირი სავარაუდოდ დაკავებულია, თუმცა ამის მიუხედავად მანამდე გადადებული რეისები ვერ შესრულდება.
ასევე „კვირას“ ინფორმაციით, აეროპორტში მყოფ მგზავრებს შენობის გარეთ არ უშვებენ.
კომენტარები