„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ქალის ფოტო, რომელმაც რამდენიმე საათის წინ პეკინზე 3 წლის ბიჭი დაჭრა. მას ბავშვის ტყუპისცალი დის დაჭრის მცდელობა ჰქონდა.
სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა როგორ გამოიყურება, ცნობილია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები