კრემლი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირს უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„მტკიცედ უარვყოფ ამ შემთხვევის, ამ მკვლელობის კავშირს ოფიციალურ რუსეთთან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით გამვლელმა ის ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
კომენტარები