უცნობმა პირებმა ქსელში მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნეს, რომელიც Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრებს შეიცავს. ამის შესახებ TechCrunch-ი უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტზე დაყრდნობით წერს.
გარდა ამისა, გავრცელდა ID-პროფილები და მომხარებელთა ადგილსამყოფელისა და სქესის შესახებ ინფორმაცია. საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მომხარებლების 419 მილიონზე მეტ ჩანაწერზე. მათ უმრავლესობას ამერიკელები და ბრიტანელები წარმოადგენენ.
თავად Facebook-ში აცხადებენ, რომ პირადი ექაუნთების გატეხვის დამამატკიცებელი საბუთები არ არსებობს. მათი განმარტებით, თავად ეს მონაცემები ძველია, რომელთა მოგროვება იმ ფუნქცის დახმარებით მოხდა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.
imedinews.ge
კომენტარები