იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა 20 ივნისის მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.
„თუ ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ ყველა კუთხიდან და არა მარტო ერთ რომელიმე ჭრილში, ვნახავთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, პოლიციამ და შსს-მ შეძლეს, პარლამენტზე თავდასხმა და უკანონო შეჭრა თავიდან აეცილებინათ…
თუ ჩვენ არ გვინდა, ამას არ დავინახავთ. მე კი ვფიქრობ, უნდა გვინდოდეს, რომ მოვლენები შევაფასოთ ობიექტურად. დიდი ტკივილია მოქალაქეების განსაკუთრებით ფიზიკური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც და აღდგენაც შეუძლებელია. ამავე დროს, დიდი ტკივილია ნაცემი პოლიციელი და ძალიან დიდი ტკივილია, როცა პოლიციელი არის შეურაცხყოფილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები