ინდოეთის შტატ ანდხრა-პრადეშის მცხოვრებმა 74 წლის ერამატი მანგაიამამ ტყუპი გოგოები გააჩინა. ამის შესახებ Hindustan Times იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით დაორსულდა და ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა. დედა და ჩვილები თავს მშვენივრად გრძნობენ.
მანგაიამა და მისი 80 წლის ქმარი რაჯა რაო 1962 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ბავშვის გაჩენას 57 წელი ცდილობდა.
მანამდე, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან დედად ასევე ინდოელი 70 წლის ომკარი პანვარი ითვლებოდა, რომელმაც ასევე ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით 2008 წელს ტყუპი გააჩინა.
imedinews.ge
კომენტარები