აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა და რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევა დაგმეს.
ერთობლივ განცხადებაში კონგრესმენებმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს მიტინგების დარბევის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
„არაერთი დემონსტრანტს სცემეს, დააკავეს და დააპატიმრეს. რუსეთის მთავრობის აგრესიული ქმედებები უხეშად არღვევს ეუთო-ს წევრთა მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა და კრემლის რეაქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობა დაიღალა პუტინის ტირანიისგან, ის კი განსხვავებული პოლიტიკური აზრის ჩასახშობად ყველა ზომას მიმართავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები