მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გვარამიამ თქვა, რომ მისი დაკავების შემთხვევში არხს დიტო საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს.
“ვარ მშვიდად იმიტომ, რომ მთავარი საქმე გავაკეთე და დავასრულე. მთავარი არხის მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა, ყველაფერი მზადაა, ჩემი სადმე ჩაჯენა და იზოლირება არავითარ შედეგს არ გამოიღებს”, — განაცხადა ნიკა გვარამიამ გვარამიამ და დასძინა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერს ელოდება, მათ შორის დაკავებასაც.
კომენტარები