რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ელა პამფილოვა არ დაშავებულა.
თავდასხმა ელა პამფილოვას სახლის ტერასაზე მოხდა. ნიღბიანმა თავდამსხმელმა ტერასაზე გაურკვეველი გზით შეაღწია, პამფილოვას წინააღმდეგ რამდენჯერმე ელექტროშოკი გამოიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კომენტარები