ხვალ საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმენს.
ვახტანგ გომელაური პარლამენტში 16:00 საათზე მივა.
უსაფრთხოების სამსახურის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების შემდეგ, სუს-ის უფროსი პარლამენტს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს პირველად წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაური აპრილის დასაწყისში ანგარიშის წარსადგენად საქართველოს პარლამენტში იყო მისული, თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო მისი მოსმენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები