ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას შესთავაზა გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
კანადა ევროპული სახელმწიფო არ არის, ამიტომ ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, მას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლები კანადასთან ურთიერთობის გაღრმავების სხვა შესაძლებლობებს განიხილავენ.
„მოვუწოდებ კანადას, გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს ასეთი სტატუსი და რა უფლებებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს. თუმცა, როგორც Euronews-ი აღნიშნავს, ამ შეთავაზებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს – ბრიუსელი და ოტავა, როგორც ჩანს, მზად არიან, ერთმანეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმაონ.
