თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია შვიდი და დაშავებულია ათი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ავტომობილმა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა, გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა.
რეგიონის გუბერნატორის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ „ქურთების მუშათა პარტიის“ ბოევიკებმა დაამონტაჟეს.
კომენტარები