თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
კომენტარები