მეტროსადგურ „სამგორში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.
ახალგაზრდა აღენიშნება თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა.
მეტროსადგურ „სამგორში“ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები