პარლამენტის წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ კოალიციაში ყველა პარტია უნისონში მოქმედებდა, არასწორია.
“რესპუბლიკელები” არავის მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ დასწრებოდნენ”.
“ვიჯექი ყველა მის მოხსენებაზე, ვკარგავდი ძვირფას დროს, რადგან არც ერთი იყო საინტერესო. ერთი ნაყოფიერი იდეა არ გვახსოვს მაგ კაცისგან. რაც შეეხება ვეტოს, იმ საკითხებში, სადაც ვთვლიდით, რომ უნდა დაგვეძლია, ვძლევდით და ეგ რა ლაპარაკია?! ყველა ყველაფერში ხომ არ დაეთანხმება პრეზიდენტს?!”, – განაცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისი თქმით, როდესაც „რესპუბლიკელები“ გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ, პატივს სცემდნენ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტს და არა კონკრეტულად მის პიროვნებას.
“მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში, მარტო ინსტიტუტს ვცემ პატივს, რადგან არანაირი პატივისცემა მარგველაშვილის მიმართ არ მაქვს დიდი ხანია. ამიტომ ვიცავდით მას, თორემ პიროვნულად დიდი ხანია არ არის დასაცავი. მადლიერება ვისთან გამოუჩენია პარლამენტის თავმჯდომარესთან რომ გამოეჩინა?! უსინდისო ნათქვამი იყო, “რესპუბლიკელები” გაკვირვებულები ვართ. ადამიანურ დონეზე ასეთ მუხთლობას არ ველოდით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი – არანაირი პატივისცემა მარგველაშვილის მიმართ არ მაქვს
2016/05/11 21:57:41
კომენტარები
ნანახია: 1914 ჯერ