რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
„მხარი დავუჭიროთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადებას აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცისთვის ფინანსების გამოსაყოფად რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე “, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
კომენტარები