ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
დავით ბაქრაძე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი კონგრესმენებს რენდი ვებერსა და სტივ ჩაბოტსაც შეხვდება.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა ლევან მიქელაძის ფონდისა და ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიული საფუძველი: ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკა, დემოკრატია“.
კომენტარები