სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გიორგი გახარიასთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც.
„ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის,რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები