უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე კურტ უოლკერი წარმომადგენლობით პალატაში გამოიძახეს, სადაც მას შეკითხვები პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ კითხვები უნდა დაუსვან.
კომენტარები