“ვერ მექნება კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მტრები არიან,“- ეს განცხადება ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანმა გააკეთა და სომხეთში ევრაზიული კავშირის სამიტზე ვიზიტი გააუქმა.
მიზეზი ამავე ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის დასწრება გახდა. ჯულიანი ასევე უარს ამბობს ტრამპი-ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის გამო კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხოს. არსებული ინფორმაციით, ჯულიანი ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
კომენტარები