დუმამ გერმანული მედია ექსტრემისტული მოწოდებების გავრცელებაში დაადანაშაულა.
დეპუტატებმა “დოიჩე ველეს” მასალებში მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ აქციებზე მონაწილეობისკენ მოწოდებები წაიკითხეს.
პარლამენტში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ “დოიჩე ველეს” გაზეთი დამნაშავედ ცნო და შეგროვილ მასალებს პროკურატურას გადასცემს. თუკი პროკურატურა დუმის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, გერმანულ მედიას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსს მიანიჭებენ და რუსეთის ტერიტორიაზე პრესის აკრედიტაციას გაუუქმებენ.
გერმანიის საგარეო უწყება გამოცემას მხარდაჭერას ჰპირდება. დუმის კომისია ექსტრემიზმის ბრალდებით “მედუზის”, “ბიბისის” და “რადიო თავისუფლების” საქმეებსაც მალე განიხილავს.
კომენტარები