კვიპროსზე, ქალაქ კირინიასთან სერიული მოძალადე, ყოფილი გამომძიებელი, რუსეთის მოქალაქე, ძებნილი ალექსანდრე სატლევი დააკავეს, ამის შესახებ გამოცემა Haber Kibris-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ამ ადამიანმა რუსეთში განხორციელებული ძალადობების გამო სასჯელი მოიხადა, თუმცა მას გაუპატირების კიდევ ერთი შემთხვევის გამო სამართალდამცველები ეძებდნენ.
ეჭვმიტანილი თავდასხმა განახორციელა კიდევ ერთ ქალზე. მას ყელზე ხელი მოუჭირა და ფულით სავსე ჩანთა გასტაცა. კვიპროსის პოლიცია აცხადებს, რომ გამოკვლევს ეჭვმიტანილის კავშირს ქალებზე თავდასხმის კიდევ სამ საქმესთან, რომელიც ცოტახნის წინ კვიპროსზე მოხდა.
კვიპროსზე 2019 წლის აპრილში სერიული მკვლელი დააკავეს, რომელიც 2 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გაუჩინარებულია 6 წლის ბავშვიც. მას ამ დრომდე ეძებენ.
dailymail-ის ცნობით, დაკავებული კვიპროსის არმიის ოფიცერია.
https://imedinews.ge