მიხეილ სააკაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას აკრიტიკებს. ამის შესახებ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
„აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა – ვატარებ ჯვარს და… ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან.
მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი. ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ. დასავლეთი დგას ტრადიციულ ფასეულობებზე, დგას ოჯახურ ფასეულობაზე, რელიგიურ ფასეულობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის ამ განცხადებას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ვასაძის კარიკატურობა რაღაა ახლა. კაი რა მიშა“ – წერს ჩერგოლეიშვილი.
